ფეხბურთი

17:12 | 20.07.2020 | ნანახია 983 - ჯერ

პირველად ისტორიაში: "ოქროს ბურთი" 2020 წელს არ გათამაშდება

2020 წელს „ოქროს ბურთი“ არავის გადაეცემა. ამის შესახებ ცნობიმა ფრანგულმა გამოცემამ, France Football-მა საკუთარ ვებგვერდზე ოფიციალურად დაწერა.

მიზეზი ცხადია კორონავირუსის პანდემიაა და როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ასეთ უნიკალურ წელს არ შეიძლება პრიზის გათამაშება ჩვეულებრივ გააგრძელონ.

აღსანიშნავია, რომ „ოქროს ბურთი“ პირველად 1956 წელს გათამაშდა და მას შემდეგ პირველად მოხდება, რომ წლის ბოლოს საუკეთესო ფეხბურთელს ამ უპრესტიჟულესი ინდივიდუალური პრიზით არ დააჯილდოებენ.

„პირველად თავის ისტორიაში, რომელიც 1956 წელს დაიწყო, „ოქროს ბურთი“ 2020 წელს არ გათამაშდება არასაკმარისი სამართლიანი პირობების გამო. რატომ ეს არჩევანი? იმიტომ, რომ ასეთი უნიკალური წელი არ შეიძლება მივიჩნიოთ ნორმალურ წლად.

იმის გამო, რომ ამ საპატიო წოდებისთვის ბრძოლაში სამართლიანობა ვერ შენარჩუნდება, რადგან ყველა მოთამაშეს არ ჰქონია ერთნაირი გზაა, რადგან ზოგი ჩემპიონატი შეჩერდა და პირობები არათანაბრია. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ჯილდოს სანდოობა“, - წერია France Football-ის განცხადებაში.


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:24 | 21.07.2020
ბაბუ პერესი (16691)

მესიმ ლიგა რომ მოიგოს პირიქით გამოვა რომ მესის დააკლებენ კიდევ ერთ ოქროს ბურთს.დამთავრდა ჯერ ლიგა რომელიც მესიმ წააგო და მერე გამოაცხადეს უქმდება ოქროს ბურთიო?ან ლევანდოვსკი თუ გამოიკვეთა ფავორიტად მესის სულ ქინძზე არ კიდია ლევანდოვსკი?ერთადერთი კრისტინას რომ მოეგო ლიგა და მერე გაეუქმებინათ ოქროს ბურთი მაშინ იქნებოდა სალაპარაკო რომ კრისტინას დააკლეს მესის გამოო თორემ ლევანდოვსკი და დებრუინი თუ დაკარგავენ ამ წლის ოქროს ბურთს მესი არაფერ შუაში იქნება მაგასთან.ამ სიტუაციაში და კი მესი-კრისტინა თანაბარ პოზიციაშია ორივე და არცერთი არაა ლიგის ფავორიტი.ორივეს შეუძლია ლიგის მოგებაც და წაგებაც

02:16 | 21.07.2020
ბაბუ პერესი (16691)

მესი რომ წავა ფეხბურთიდან საერთოდ გააუქმებენ ოქროს ბურთს 7 რომ არავინ მოიგოს არასდროს,ან 8 რას გაიგებ 1 ოქროს ბურთი შეიძლება კიდევ მიამატოს იმ 6-ს

02:13 | 21.07.2020
ბაბუ პერესი (16691)

კორონაც მესიმ შემოაგდო,კარგი სეზონი არ მაქვს წელსო და იქნებ გავაჩერო ფეხბურთიო.სულ აიჭრა ხალხი,ასე იცის 30 წლის მერე ტიტულის მოგებამ და მანამდე შეტენილმა ლიგამ

02:09 | 21.07.2020
ბაბუ პერესი (16691)

მესი რომ წყვეტდეს ოქროს ბურთების გამარჯვებულის ვინაობას რონალდუს 5 კი არ ექნება ახლა.ეს ლივერპულის ფანები ძაან აიჭრენ ბოლოდროს

02:08 | 21.07.2020
ბაბუ პერესი (16691)

ან უშანსოდ რატომ არის(იქნებოდა) მესი ამ ოქროს ბურთზე?რომ მოიგოს ლიგა გარანტირებული აქვს(ექნებოდა).გასაგებია არ ფრინავს ბარსელონა მაგრამ ამ ბარსელონაზე უარეს გუნდებს მოუგიათ ლიგა.არც მესის ფანებს გახარებია ოქროს ბურთის გაუქმება და ზოგადად არ მგონია ქომაგი ვისაც ეგ გაეხარდა,პირიქით მართლა მოტივაციას მოაკლებს ფეხბურთელებს,ყველა გუნდისას

00:12 | 21.07.2020
federerjamesliverpooldelpotro (17151)

მესი უშანსოდ იყო იასნა გააუქმებდნენ საწყალი ლევანდოვსკი ტიპი დაფრინავდა წელს. ახლა წააგებს ბარსელონა და იტყვიან ოქროს ბურტი სრ იყო და ლიგას რა აზრი ქონდაო

02:01 | 21.07.2020
ბაბუ პერესი (16691)

აი რა შუაშია მესი ახლა და მესის გამო რატო გააუქმეს?ლევანდოვსკი მოიგებს თუ არ მოიგებს ოქროს ბურთს სულ ქინძზე არ კიდია მესის?

02:16 | 21.07.2020
ბაბუ პერესი (16691)

ისტორიული კონკურენტია ლევანდოვსკი თუ რა?

20:16 | 20.07.2020
barca 4 - ever (2051)

რა უნდოდათ ფრანგებს? განეახლებინათ ლიგა 1 და კლუბებიც ფორმაში ეყოლებოდათ პლეიოფში და ოქროს ბურთსაც გასცემდნენ.

20:14 | 20.07.2020
barca 4 - ever (2051)

წელს, როგორც ჩანს, ოქროს ბუცის გარდა სხვა ინდ. ჯილდო არ გაიცემა. ჯერ კიდევ მაისში განაცხადა ფიფამ,რომ "The best" 2020 აღარ გამოვლინდებოდა და ფრანგებმაც მაგათ მიბაძეს. დარჩა მხოლოდ ოქროს "ფეხსაცმელი"და უეფას საუკეთესოობა,ანუ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო.

19:35 | 20.07.2020
davidinho (1027)

ამ კორონამ შეილაგა რა უკვე

19:11 | 20.07.2020
ბაბუ პერესი (16691)

ფრანგული გამოცემაა მაინც და ისეთი პირი უჩანს საფრანგეთის ჩემპიონატის გაჩერების გამო დაბლოკეს.აბა სხვა ყველა წამყვანი ჩემპიონატი განახლდა,პლუს ლიგაც ჩატარდება.მაშინ არც ოქროს ბუცი არ უნდა გაცენ რადგან იგივე მბაპეს შეეძლო მაგ პრიზის მოგება

20:21 | 20.07.2020
O. Mertskhali (8101)

+

19:16 | 20.07.2020
ბაბუ პერესი (16691)

და ოქროს ბუცის მოგება უფრო შეეძლო მბაპეს ვიდრე ოქროს ბურთის იგივე მბაპეს ან ნეიმარს.ისე კი ლიგაზე ეგ დუეტიც თამაშობდა და თუ პსჯ მოიგებდა ლიგას მოიგებდნენ კიდეც ოქროს ბურთს მაგ ორიდან რომელიმე.მოკლედ არანაირი ლოგიკით არ უნდა გაეუქმებინათ.თუმცა შეიძლება ისიც აშინებთ რომ პსჟ ლიგაზე ფორმაში არ იქნება ამხელა პაუზის გამო.მოკლედ მთლიანად ფრანგულ ფეხბურთში არსებული მდგომარეობა მგონია ამ სეზონის ოქროს ბურთის დაბლოკვა.საინტერესო იქნება ფიფა რას იზამს და დააჯილდოვებს თუ არა წელს საუკეთესო ფეხბურთელს

20:21 | 20.07.2020
O. Mertskhali (8101)

ფიფა, რა თქმა უნდა, დააჯილდოვებს: ტურნირებს ატარებენ - შესაბამისად, საუკეთესოებსაც გამოავლენენ

20:24 | 20.07.2020
O. Mertskhali (8101)

ამერია: ფიფა კი არა, უეფა..

19:18 | 20.07.2020
ბაბუ პერესი (16691)

*ფრანგული ფეხბურთის პრობლემები მგონია ამ სეზონის ოქროს ბურთის დაბლოკვის მიზეზი

18:59 | 20.07.2020
dinamo222 (8587)

რატოომ ? ოქრო გამოელიათ ? PP

17:03 | 20.07.2020
ბაბუ პერესი (16691)

ხოდა მასე აზრი დაკარგა ლიგამაც,სულ გამოქლიავდნენ ესენი.სანაკრებოს გარდა ყველაფერი ტარდება და რატომ არა?

18:03 | 20.07.2020
mjgiri (8951)

ოქროს ბურთს რა მნიშვნელობა აქვს ? რატო დაკარგა აზრი ლიგამ

18:11 | 20.07.2020
ბაბუ პერესი (16691)

გვინდა თუ არ გვინდა ოქროს ბურთი მეტ მოტივაციას აძლევს ყველა ფეხბურთელს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121033
სარეკლამო ადგილი - 99
X x X