თამაშგარე

11:37 | 20.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვანდა ნარას მკერდზე აკვირდებიან

არგენტინელი მობურთალის, მაურო იკარდის ცოლის და აგენტის, ვანდა ნარას წარსულში მრავალ ხელში ნალოლიავები მკერდი კიდევ ერთხელ გახდა საყოველთაო განსჯის საგანი. მავანმა მოკირკიტეებმა შეამჩნიეს, რომ ამჟამად იკარდის მფლობელობაში მყოფი ეს დიდებული ბორცვები მთლად ბუნებრივი არ უნდა იყოს.

ოკეანის ნაპირზე მოდრეიფე ვანდა ნარას მკერდს რა თვალი ჰკიდა წარსულში ცნობილმა ექიმმა და მკედთამხილველმა, ვინმე ხუან ბიჯელიომ, ირონიულად ჩაიქირქილა და ეს ქირქილი შემდეგ მთელს მედიას ამცნო და აუწყა, რომ საქმე პლასტიკურ ქირურგიასთან გვაქვს, რამეთუ ფორმაი ესე მკერდისა არაბუნებრივ არს და გამობურცულობანიც არაა აუთენტური.

“პატრონს უხარია და შენი რა საქმეაო“ - ეტყვის სენიორ ბიჯელიოს მავანი, მაგრამ განა მხოლოდ ამ კაცს აინტერესებს სენიორა ნარას ამობურცულობანი? ესეც არ იყოს, როდესაც ადამიანი თავის ფორმებს საჯაროდ შარაგზაზედ გამოსდებს, ავყობასაც ბევრს უნდა ელოდოს. აბა თემქელი ანჟელას მკერდზე უბნის ბიჭების მეტი რომ არავინ ისაუბრებს - ცხადია...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114187