პირეოსის „ოლიმპიაკოსმა“ საბერძნეთის სუპერლიგის 36-ე ტურში ათენის აეკ-ი 3:0 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ბერძნული ფეხბურთის გრანდმა ისტორიაში 45-ედ მოახერხა გაჩემპიონება, რაც ცხადია ქვეყნის მასშტაბით სარეკორდო მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ „ოლიმპიაკოსმა“ 3-წლიანი პაუზის შემდეგ მოახერხა საუკეთესოს წოდების დაბრუნება, რადგან აქამდე ბოლოს 2016-2017 წლების სეზონში იყო გაჩემპიონებული.