ჩოგბურთი

4:01 | 20.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

სერენა თავის სეზონს კენტუკიში განაახლებს

სერენა უილიამსი ახალი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, კორტს კენტუკის ღია პირველბაზე დაუბრუნდება, რომელიც სტარტს 10 აგვისტოს აიღებს. ეს იქნება დიდი სლემის 23 ტურნირის მომგები ჩოგბურთელის პირველი გამოსვლა მას შემდეგ, რაც მან ამერიკის ნაკრებთან ერთად, ფედერაციის თასზე ლატვიის ნაკრები დაამარცხა.

WTA-ს ინფორმაციით, სერენას გარდა, კენტუკიში აშშ-ის ღიას კიდევ ერთი ჩემპიონი, ამერიკელი სლოან სტივენსიც ითამაშებს. ქალთა საჩოგბურთო ასოციაციამ კენტუკის ტურნირი კალენდარში ახლახანს შეიტანა. მის გარდა კალენდარს, რომელიც უკვე 21 ტურნირს აერთიანებს, პრაღის (ჩეხეთი) ტურნირიც დაემატა.

WTA-ს ტური მარტში, პანდემიის გამო შეწყდა. სეზონს კი 3 აგვისტოს, პალერმოს (იტალია) ტურნირით განაახლებს. შუა აგვისტოში, ფლეშინგ მედოუს კორტებზაე, რომელიც ტრადიციულად აშშ-ის ღიას მასპინძლობს ხოლმე, ცინცინატის მასტერსი გაიმართება. 31 აგვისტოს კი იქვე სტარტს აშშ-ის ღია პირველობა აიღებს.

0.108905