ფეხბურთი

2:56 | 20.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგის ყველა ვერდიქტი ცნობილია

ესპანეთის ლა ლიგის 2019-2020 წლების სეზონი ისტორიის კუთვნილება გახდა. ყველაზე საინტერესო და მთავარი წინა ტურში გაირკვა, როდესაც „რეალმა“ „ბარსელონას“ აჯობა და ისტორიაში 34-ედ გაჩემპიონდა.

ამიტომ, ესპანური ფეხბურთის ორივე გრანდი ბოლო ტურს უმოტივაციოდ შეხვდა. „ბარსელონამ“ „ალავესი“ 5:0 გაანადგურა, ხოლო „რეალი“ სტუმრად „ლეგანესს“ დაუზავდა (2:2). არადა, მასპინძლებისთვის ეს თამაში ყველაფერს წყვეტდა, „ლეგანესს“ რომ გაემარჯვა, მომდევნო სეზონსაც ლა ლიგაში გაატარებდა, მაგრამ ფრე საკმარისი არ გამოდგა და დაქვეითდა.

შედეგად, ლა ლიგაში ადგილი ვიგოს „სელტამ“ შეინარჩუნა, რომელმაც უსახურ „ესპანიოლთან“ უგოლო ფრეს გამოჰკრა ხელი. ისე, ვიგოელებმა ბეწვის ხიდზე გაიარეს - ყველაფერი მათ ხელთ იყო, ამისთვის „ესპანიოლის“ ძლევა კმაროდა, მაგრამ ფრე არაფრის გარანტია იყო. ამ შედეგის შემდეგ კი „რეალს“ უნდა უმადლოდეს, რომელმაც „ლეგანესთან“ არ წააგო, თორემ „სელტას“ ბარსელონაში ქულა ნამდვილად ვერ გადაარჩენდა.

ჩემპიონი „რეალი“, მასთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონა“, „ატლეტიკო“ და „სევილია“ გავიდნენ. ევროპა ლიგაზე ესპანეთს „ვილიარეალი“, „სოსიედადი“ და „გრანადა“ წარადგენენ, რომელმაც ისტორიაში პირველად მოახერხა ევროსაგზურის მოპოვება.

ლა ლიგა დატოვეს „ესპანიოლმა“, „მალიორკამ“ და „ლეგანესმა“. ჯერჯერობით სეგუნდადან მხოლოდ „კადისის“ ამოსვლაა გადაწყვეტილი.

ლა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი ლიონელ მესი გახდა 25 გოლით. არგენტინელი საუკეთესო ასისტენტიც გახდა - 21 საგოლე პასი, რაც ლა ლიგის ისტორიაში ერთი სეზონისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.212694