ფეხბურთი

22:41 | 19.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

კიკე სეტიენი: "მესის სიტყვები არ მაწუხებს"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა „ალავესთან“ (5:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობა აქვს და ლიონელ მესის სიტყვები (წინა მატჩის შემდეგ) მას არ აწუხებს.

„ანუ ფატი და რიკი პუგი ამ გუნდის მომავალი არიან. დღეს მათ ეს აჩვენეს, ხარისხით და პასუხისმგებლობით ითამაშეს. მალე დადგება ის დღე, როდესაც შესანიშნავი მოთამაშეები იქნებიან.

ლენგლე შევცვალე, რადგან მცირე ფიზიკური დისკომფორტი ჰქონდა და ახლა არ არის სერიოზული დაზიანებების დრო. ჩვენ ველოდებით ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს და დარწმუნებული ვარ მთელი გუნდი ერთი მიზნის მისაღწევად გავერთიანდებით.

კლუივერტი? არ მაინტერესებს რას ამბობენ მოედნის მიღმა, მხოლოდ ჩემს მომავალზე ვფიქრობ. მესის სიტყვები საერთოდ არ მაწუხებს, მე ვარ ისეთი კლუბის ნაწილი, როგორიც ბარსელონაა და არ მაინტერესებს ხალხი გარედან რას ფიქრობს. ჩემი ერთადერთი მიზანია ჩემი იდეები ფეხბურთელებამდე მივიტანო. ლიონელისა და დანარჩენი გუნდის მხარდაჭერას ვგრძნობ, ზოგჯერ არის ზოგიერთ მოთამაშესთან კრიზისული მომენტები, მაგრამ ყველაფერი ნორმალურ რეჟიმში ბრუნდება“, - თქვა სეტიენმა.

შეგახსენებთ, „ბარსელონამ“ ლა ლიგის 2019-2020 წლების სეზონი 82 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კი „ნაპოლისთან“ საპასუხო მატჩი ელოდება.

0.113699