ფეხბურთი

19:36 | 19.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარიო გიოტცე სერია A-სთან ახლოსაა

გერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მარიო გიოტცე შესაძლოა ფლორენციის „ფიორენტინაში“ გადავიდეს. ამის შესახებ Corriere Dello Sport-ი იტყობინება.

გიოტცემ დორტმუნდის „ბორუსიასთან“ კონტრაქტი ცოტა ხნის წინ დატოვა და თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს. შესაბამისად, „იებს“ მისი დამატება უსასყიდლოდ შეუძლიათ.

გავრცელებული ინფორმაციით, „ფიორენტინა“ ტრანსფერის გაჩარხვას ფრანკ რიბერის დახმარებით ცდილობს, რომელიც გიოტცეს თანაგუნდელი „ბაიერნში“ იყო.

გარდა ამისა, ფლორენციელები მარიო მანჯუკიჩის დამატებაზეც მუშაობენ და ბოლო ცნობებით, ტრანსფერი თითქმის შეთანხმებულია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112135