ფეხბურთი

16:27 | 19.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" მოთამაშეებს მწვრთნელად კლუივერტის დანიშვნა უნდათ

კატალონიის „ბარსელონა“ შესაძლოა პატრიკ კლუივერტმა ჩაიბაროს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, „ბარსას“ ფეხბურთელები სწორედ ნიდერლანდელის კანდიდატურას უჭერენ მხარს.

კლუივერტი ძალიან კარგად იცნობს ესპანურ გრანდს, რადგან კარიერის საუეკთესო წლები სწორედ „კამპ ნოუზე“ გაატარა (256 მატჩი, 122 გოლი).

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პატრიკს „ტვენტეს“ ახალგაზრდულ გუნდში მუშაობის გარდა, სხვა სამწვრთნელო გამოცდილება არ გააჩნია.

შეგახსენებთ, „ბარსელონაში“ კიკე სეტიენის მუშაობით კმაყოფილნი არ არიან. კატალონელებმა ესპანეთის ჩემპიონის ტიტული უკვე დაკარგეს და ახლა სეზონს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული თამაშით თუ გადაარჩენენ.

0.113283