გარეთ ბეილისა და მადრიდის „რეალის“ გზები რომ გაიყრება, ეს უკვე ნათელია. უელსელმა სეზონის ბოლო მატჩში განაცხადში შეყვანაზე უარი თავად თქვა.
ამრიგად, ბეილი „ლეგანესთან“ დღევანდელ შეხვედრას თავისი სურვილით გამოტოვებს. ისე კი, ზინედინ ზიდანი გარეთს მაინც არ ენდობოდა, ბოლო დროს მან თავი მხოლოდ იმით დაგვამახსოვრა, რომ სათადარიგო სკამზე სხვადასხვა „შოუებს“ აწყობდა და თავს ასე ირთობდა.
მიმიმდინარე სეზონში ბეილს ლა ლიგაში მხოლოდ 16 მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლი გაიტანა, ბოლოს სექტემბერში. ფეხბურთელისთვის, რომლის ხელფასი წელიწადში 17 მილიონი ევროა, ცხადია ეს ძალიან ცუდი მაჩვენებელია.