ფეხბურთი

2:29 | 19.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

სხვა "მილანი"

სეზონის რესტარტის შემდეგ რთულია ვიცნოთ „მილანი“. სტეფანო პიოლის გუნდი აბსოლუტურად შეუჩერებლია და დიდი ხანია ასეთი გამართული, სასიამოვნო და დომინანტური ფეხბურთი არ უთამაშია.

„მილანმა“ 34-ე ტურში „ბოლონია“ 5:1 გაანადგურა და გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გაახარა. რესტარტის შემდეგ ლომბარდიული გრანდის შედეგები მართლაც ფანტასტიკურია - 6 მოგება, 2 ფრე და 0 წაგება. ამასთან, ამ პერიოდში 25 გოლი გაიტანა, რაც იტალიაში საუკეთესო შედეგია. მართალია, „მილანი“ დიდებულ და შესაშურ ფორმაშია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ზონაში ნამდვილად ვეღარ მოხვდება, მაგრამ მეხუთე ადგილს უმიზნებს და „რომასთან“ ერთ ქულიან ჩამორჩენაშია. ისე, „მილანი“ ასე კარგად ცოტა ადრე რომ ათამაშებულიყო, ახლა ნანატრი ჩემპიონთა ლიგის საგზური მომდევნო სეზონის იმედი იქნებ აღარც ყოფილიყო.

ბრწყინვალე ფორმაშია ბერგამოს „ატალანტაც“, მაგრამ ჯან პიერო გასპერინის გუნდმა ამჯერად ვერ მოახერხა სამი ქულის მოპოვება. „ნერაძური“ სტუმრად „ვერონას“ დაუპირისპირდა და დუვან ძაპატას გოლით მეორე ტაიმის დასაწყისში დაწინაურდა, თუმცა მალევე გაუშვა და ქულას დასჯერდა. „ატალანტა“ 71 ქულით „ინტერს“ მეორე-მესამე ადგილებს უყოფს, მაგრამ მილანელებს თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

„მილანი“ – „ბოლონია“ 5:1 (2:1)

გოლები: 1:0 სელმაკერსი (10), 2:0 ჩალჰანოღლუ (24), 2:1 ტომისაუ (44), 3:1 ბენასერი (49), 4:1 რებიჩი (57), 5:1 კალაბრია (90)

„ვერონა“ – „ატალანტა“ 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 ძაპატა (50), 1:1 პესინა (59)

„კალიარი“ – „სასუოლო“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 კაპუტო (12), 1:1 ჟოაო პედრო (63)

თეგებისერია A
0.160918