პორტალმა Footyheadlines, მადრიდის „რეალის“ 2020-21 წლების სეზონის საშინაო ფორმის ფოტოები გამოაქვეყნა. ფორმა ტრადიციულ თეთრ ფერშია გადაწყვეტილი, ვარდისფერი ზოლებით შიდა მხრიდან.
შეგახსენებთ, რომ „რეალის“ ტექნიკური სპონსორი სპორტული გიგანტი Adidas გახლავთ.
„რეალმა“ პრიმერას 37-ე ტურში „ვილიარეალს“ 2:1 მოუგო და ვადამდე მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონობა. ეს „სამეფო კლუბის“ ჯამში 34-ე ტიტულია.