„იუვენტუსმა“ ლონდონის „არსენალთან“ დაიწყო მოლაპარაკებები ალეკსანდრ ლაკაზეტის ტრანსფერის თაობაზე. ბოლო დღეების განმავლობაში იტალიური კლუბის წარმომადგენლები რამდენჯერმე დაუკავშირდნენ „მეთოფეებს“ - გვამცნობს Le10sport.com.
წყაროს მტკიცებით, 29 წლის ფრანგის გადაბირება მადრიდის „ატლეტიკოსაც“ სურს, თუმცა „იუვენტუსის“ ვარიანტი უფრო რეალური ჩანს.
თავად ლაკაზეტს კრიშტიანუ რონალდუს და პაულო დიბალას გვერდით თამაში ხიბლავს. თანაც ბლეზ მატიუიდი და აარონ რემზი მისი მეგობრები ყოფილან.
ლაკაზეტის „არსენალთან“ კონტრაქტს ვადა 2022 წლის 30 ივნისს ეწურება. მისი სატრანსფერო ფასი 50 მილიონი ევროა.