ფეხბურთი

20:48 | 18.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

სანჩო: „მანჩესტერი“ ან „ლივერპული“? ვნახოთ

დორტმუნდის „ბორუსიის“ ნახევარმცველმა, ჯეიდონ სანჩომ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ან „ლივერპულში“ გადასვლის ამბავი ჯერჯერობით გაურკვეველია.

„ძნელია დღეს ამაზე საუბარი. ვიცი, რომ ინტერესი არსებობს, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება.“ - ციტირებს სანჩოს სიტყვებს World Soccer.

მედიაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბორუსია“ სანჩოში 110 მილიონ ევროს ითხოვს. მისი გადაბირების მთავარი კანდიდატი კი „მანჩესტერ იუნაიტედია,“ თუმცა მანკუნიანელები ამხელა თანხის გადახდას არ აპირებენ.

გასულ სეზონში სანჩომ ყველა ტურბნირში 44 მატჩი ითამაშა, 20 ბურთი ბაიტანა და ამდენივე საგოლე პასით გამოირჩა.

0.114856