ფეხბურთი

17:00 | 18.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სამეფო კარის თამაშების მსახიობი ბიელსას: "ლიდსის ისტორია დაწერე, უკვდავი ხარ"

ცნობილი სერიალის, „სამეფო კარის თამაშებში“ ჯეიმი ლანისტერის როლის შემსრულებელი ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ „ლიდს იუნაიტედის“ გულშემატკივარია.

დანიელმა მსახიობმა საყვარელი გუნდის პრემიერლიგაში დაბრუნებასთან დაკავშირებით მარსელო ბიელსას წერილი გაუგზავნა გუნდის წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის.

„გამარჯობა მარსელო. ვიცი, რომ დაკავებული ხარ. მსურს გითხრა, რომ „ლიდსის“ ისტორია დაწერე, უკვდავი ხარ. როდესაც ბოლოს პრემიერლიგაში ვიყავით, დიდი დრო გავიდა. ბოლოს, როდესაც ქვედა ლიგაში გავვარდით, ჩემი შვილი 3 წლის იყო, ახლა მანქანას მართავს, არჩევნებში ხმას აძევს, სამუშაოდ მიდის. ასაკი ყველას მოგვემატა, სხვა სამყაროში ვცხოვრობთ, მაგრამ ამ საღამოს გავახალგაზრდავდი. 16 მტკივნეული წელი გავიდა, შენ დალასი სუპერმენად გადააქციეა, პაბლო ერნანდესს მეორე ახალგაზრდობა დაუბრუნე, აილინგს თავისუფლება მიანიჭე, იცოდი, რომ პატი ბევრ გოლს გაიტანდა, ასწავლეთ კუპერს, კლიხს და ფილიპსს პასი როდის უნდა გააკეთონ. ავარჯიშებდი, ასწავლიდი, ჩემპიონატის საუკეთესო გუნდი შექმენი. ჩვენ გვიყვარხარ“, - თქვა მსახიობმა.

შეგახსენებთ, რომ „ლიდს იუნაიტედი“ პრემიერლიგას 16-წლიანი წყვეტის შემდეგ გუშინ ოფიციალურად დაუბრუნდა.

0.114232