ფეხბურთი

16:20 | 18.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერის" მთავარი სამიზნე გაბრიელ ჟესუსია

მილანის „ინტერმა“ სატრანსფერო პერიოდში მთავარი სამიზნე შეარჩია - გაბრიელ ჟესუსი. Sport-ის ინფორმაციით, ლაუტარო მარტინესის „ბარსელონაში“ გადასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია და ბრაზილიელი მის შემცვლელად შეარჩიეს.

უცნობია სავარაუდო ტრანსფერის ფინანსური დეტალები, მაგრამ ჟესუსის „სიტიდან“ წასვლის შესახებ აქამდეც იწერებოდა.

მიმდინარე სეზონში სამხრეთ ამერიკელმა „ქალაქელთა“ რიგებში 32 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 13 გოლი გაიტანა.

0.113967