ფეხბურთი

15:35 | 18.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

კიკე სეტიენი "ბარსელონაში" სეზონის ბოლომდე დარჩება

კიკე სეტიენი „ბარსელონაში“ რჩება, მინიმუმ სეზონის ბოლომდე. ამის შესახებ გამოცემა Sport-ი იტყობინება.

ესპანელ სპეციალისტსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სეზონს ჩაამთავრებს, შემდეგი გადაწყვეტილება კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ მიმდინარე სეზონში ერთადერთ იმედად ჩემპიონთა ლიგა დარჩა, სადაც „ნაპოლის“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124329