ფეხბურთი

11:16 | 18.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვიქტორ ფონტი: "მესი მოწყენილია, "ბარსელონას" "მილანის" და "მანჩესტერის" ბედი ელის"

კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქტორ ფონტ მანტე მიიჩნევს, რომ თუ კლუბში ცვლილებები არ მოხდება, „მილანისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ბედს გაიზიარებს.

„მესი მოწყენილია და არ იცის რას აპირებს. სავარაუდოდ იმედგაცრუებულია, რადგან წლიდან წლამდე ვეღარ ახერხებს გამარჯვებას, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე. სწორედ ამას უნდა მიექცეს ყურადღება.

ჩვენ გვინდა დავარწმუნოთ ის, რომ თუ კლუბს მე ვმართავ, შევქმნი ყველა შესაძლო პირობას მის დასახმარებლად. ასე, რომ კარიერის ბოლო წლებში შეეძლება რამდენჯერმე კვლავ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა.

თუ ცვლილებები არ იქნება, ჩვენი კლუბი რისკის ქვეშ დადგება, რომ ახალი „მილანი“ ან „მანჩესტერ იუნაიტედი“ იყოს. ევროპის ორი წარმატებული კლუბი, რომელთაც ახლა მაღალ დონეზე კონკურენცია არ შეუძლიათ“, - თქვა ფონტმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132858