ესპანური „ბასკონია“ თორნიკე შენგელიას დაემშვიდობა. კლუბმა ქართველ კალათბურთელს გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია მოუწყო, სადაც ჩვენებურმა განაცხადა, რომ ვიტორია მისი სახლია და მომავალში დაბრუნებაც არ გამორიცხა.
„ადვილი არ იყო აქ დამკვიდრება. ტრავმების და საკუთარი თავის პოვნის გამო. ბევრი ფიზიკური და მენტალური დაბრკოლება იყო, მაგრამ ამ 6 წლის განმავლობაში გავიზარდე, როგორც კალათბურთელი, როგორც პიროვნება და მამა. მადლობას ვუხდი კლუბს, ქალაქს, რადგან ეს ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩემი შვილები ყოველთვის მეკითხებიან როდის ვბრუნდებით ვიტორიაში. სამწუხაროა, რომ ქომაგებთან არ შემეძლო სრულყოფილი დამშვიდობება მე არ ვხურავ კარს, ეს ჩემი მეორე სახლია, აქ თავს კარგად ვგრძნობდი. არასდროს ვიცით რა მოხდება მომავალში“, - თქვა თორნიკემ.
შენგელიას პრესკონფერენციაზე იმ აჟიოტაჟზეც ჰკითხეს, რაც ცსკა-ში მისმა ტრანსფერმა საქართველოში გამოიწვია:
„თავს კარგად ვგრძნობ, ეს ყველაფერი ჩემზე არ მოქმედებს, რადგან ჩემმა ოჯახმა და ადამიანებმა, რომლებიც მიცნობენ, კარგად იციან, ვინც ვარ და ვინც არ მიცნობს, კრიტიკის მიზეზიც არ აქვთ“, - დასძინა ქართველმა კალათბურთელმა.
შეგახსენებთ, შენგელიამ „ბასკონიაში“ 2014 წლიდან 318 თამაში ჩაატარა და ცოტა ხნის წინ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. თორნიკემ რამდენიმე დღის წინ მოსკოვის ცსკა-სთან კი 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ცსკა რო ევროლიგას მოიგებს წელს, ალბათ მოიგებენ კიდეც
ხუილო რო დაიბარებს კრემლში და სათითაოდ მედლებს დაკიდებს რუსეთის სახელის და პრესტიჟის დაცვისთვის და თოკოს რო პირველს ყველაზე დიდ მედალს ჩამოკიდებს, მანდ მინდა თქვენი სახის დანახვა და გაპრავრბების მოსმენა:დ
ხო კიდე ვისაც 1% მაინც ჯერა რო ცსკა არმიის კლუბი აღარაა ეხლა ძმაო მაგას ადიდასი აფინანსებსო:დ თქვენ გელენჯიკის იქით არ გაგეხედოთ:დ
ვინც აპრავებს კიდე მართლა დაფიქრდით გამოუტყდით თქვენ თავებს რო რუსეთუმე ხო არ ვარო, გათავუსუფლდებით მოგეშვებათ მერე 1 დღე ინერვიულებთ მერე გაგივლით, თავმოყვარეობა და ქვეყნის სიყვარული მაინც არ გექნებათ, მარტივად გადაიტანთ:დ
ვისაც არ ესმის თუ რატო ვაკრიტიკებთ, და გვესირცხბილება ის რაც თოკომ ჩაიდინა არჩევნებზე თქვენი დაშვებაც ქვეყნისთვის პოტენციური საფრთხეა.

კვარაცხელიათი რატო ამაყობთო მაშინო სვავენ კითხვას ეს ხალხი.
ლოგიგა სად დაკარგეთ? კვარაცხელია რო მაგალითად სევილიაში ან ატლეტიკოში თამასობდეს წარმატებით, ქვეყნის ჩემპიონი გახდეს და სპარტაკმა რო დაურეკოს ორმაგ ხელფას მოგცემ ჩვენთან გადმოდიო და გადავიდეს აი ეგ გააკეთა ჩვენი საამაყო ნაკრების კაპიტანმა, მერე რა რო ეგ ყლ.. ცსკა ძლიერი გუნდია, ტიპმა მიიღო ქვეყნისთვის და უთავმოყვარეო სასირცხვილო გადაწყვეტილება რომელსაც ამის შვილებსაც შეახსენებენ ყოველთვის, თუ ახალ ჩეჩნეთად არ გვაქციეს საბოლოოდ. ესენი კიდე გამოდიან და იცავენ ამ ყველაფერს და უპრავებენ
რამდენიმე დღის წინ წავიკითხე, 2013 წელს ოცამდე რუსული კომპანია იყო საქართველოში დარეგისტრირებული და დღეს 200-ზე მეტია.
ჩვენს ტურიზმში რუსი ვიზიტორების ხვედრით წილზე არაფერს ვამბობ.
ქართულ საკაბელო ტელევიზიებში 50-60 პროცენტი რუსულენოვანი არხებია.
რაც ოცნებაა ხელისუფლებაში, რუსეთის მიერ გადმოდგმულ პროვოკაციულ ნაბიჯებზე ხეირიანი პროტესტიც არ განგვიცხადებია ოფიციალურ დონეზე.
აი ამ ყველაფერს, რაც ჩამოვთვალე ერთად აღებული იმის ნახევარი კომენტარებიც არ მოჰყოლია, რაც შენგელიას ცსკა-ში გადასვლას და მართო თორნიკეა დამნაშავე ?
თორე ბაზარი არაა, ძალიან საჩოთირო გადაწყვეტილება მიიღო.
და შენ როგორ ფიქრობ ეგ კომპანიები 200ზე მეტი რომაა ხალხს კითხა ვინმემ? და როგორ ფიქრობ პოლიტიკოსებს და თოკოს ხალხი ერთნაირი სიტყვებით მოიხსენიებდნენ აქამდე? ანუ იმის მაგივრად რომ თქვა რომ ვინც ეგ კპომპანიები შემოიყვანა იმანაც მიქარა და თოკომაც, ისე გამოგდის რომ თოკოსაც აპრავებ და მაგ კომპანიების შემომყვანებსაც
ანუ შენ თვითონ აყენებ თოკოს მაგ ნაგავი პოლიტიკოსების გვერდით, შენგან განსხვავებით მე თოკოს გადაწყვეტილება არ მომეწონა მაგრამ მაინც ბევრად წინ ვაყენებ ვიდრე პოლიტიკოსებს
სულ სხვანაირად გაიგე ჩემი კომენტარი.
მე იმას ვამბობ, რომ სიტყვით რუსებთან ნებისმიერ კავშირს ვლანძღავთ, საქმით ვეხუტებით. ამაზე დიდი რეაქცია არ გვაქვს, მაგრამ განტევების ვაცებს მაინც მონდომებით ვეძებთ ))
ჩვენ რომ ზოგადად გვქონდეს ისეთი იდეოლოგია, რომ რუსეთი უპირობო მტერია და უნდა გვეზიზღებოდეს, დამიჯერე შენგელია ვერც გაბედავდა რუსეთისკენ გახედვას. გახედვას კი არა, მოლაპარაკებაზე მისულ პირველივე ცსკა-ს წარმომადგენელს პანღურით გააგდებდა.
ანუ შენი აზრით სახელმწიფო მიდგომაა ასეთი რუსეთის მიმართ და თოკოც იმიტომ იქცევა ასე, კი ბატონო ნაწილობრივ გეთანხმები მაგრამ ხვალ მთავრობამ რომ თქვას მოდი რუსეთს შევუერთდეთო მაშინაც ის ვიძახოთ რა ვქნათ მთავრობა ფიქრობს ასეო? ერთი სიტყვით თოკოს ამ ნაბიჯის გამო მე ნამდვილად არ ვთვლი მოღალატედ მაგრამ ის არ მომწონს რომ მოგვიწოდებენ პირიქით იამაყეთ თოკოს ამ ნაბიჯით ბნელები ხართ და ვერ ხვდებით რა მაგარი პატრიოტული ნაბიჯი გადადგაო
და რა გიკვირს ? თუ აქამდე არ გვაქვს პრეტენზია რომ "ოცნება" რუსებს ეკურკურება, შეიძლება დადგეს ის მომენტიც რომ სულ ტაშ-ფანდურით "გაგვაკრასნოდარონ" )))
შარშან გავრილოვის ამბებზე აბსოლუტურად სამართლიანი რეაქცია ჰქონდათ პარლამენტთან მივარდნილებს. მთავრობამ კი ხალხს თვალები დათხარა და დღესაც უამრავი გამპრავებელი ჰყავს - სახელმწიფოებრიობას იცავდნენო )))
სახელმწიფოებრიობას ზუსტად ის ხალხი იცავდა, ვინც პროტესტი გამოთქვა. პარლამენტიც თავისუფალი ხალხისაა და თუ უნდათ, სულ გადადგამენ იქიდან, არათუ შევარდებიან.
შეეშვით შენგელიას და საკუთარ ცხოვრებას და შეხედულელებებს მიხედეთ იმის მეათასედი გააკეთეთ ქვეყნისთვის რაც ამ კაცს გაუკეთებია და მერე აკეთეთ დიდაქტიკური განცხადებები)))))
ზოგიერთ "ურაპატრიოტს" ჰგონია რომ როგორც სსრკ-ს დროს იყო, დღესაც ცსკა-ში არმიის ოფიცრები თამაშობენ და დინამოში კი პოლიციის ოფიცრები. ცსკა "ნორილსკ ნიკელმა" შეიძინა და უბრალოდ სახელი დარჩა ძველი. სხვათაშორის ჩელსის მეპატრონე რუს-ებრაელი პუტინის ძმაკაცია/ აბრამოვიჩს ყოველწლიურად მილიონობით დოლარი შეაქვს რუსეთის ბიუჯეტში, საიდანაც რუსეთის არმიაც ფინანსდდება. ქართველი რომ მიიწვიონ ჩელსიში, ზოგიერთების ლოგიკით ისიც მოღალატე გამოვა )))
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
ადმინ დასაბლოკი რა დავწერე?
სწორედაც რომ სააკაშვილის ვირთხების ატეხილი აჟიოტაჟია! აბა კვარაცხელია რო რუსეთის გერბის ქვეშ თამაშობს ან მალაღურაძე, ეგ გსიამოვნებთ? მაგრამ მაშინ წინასაარჩევნო პერიოდი არ იყო ეგენი რო გადავიდნენ და რაზე ატეხავდით ერთ ამბავს.. სულ არ გკიდიათ თქვენნაირ გულშემატკივრებს ყველაფერი? ჯერ რა ნამუსით აკრიტიკებ, ვინც არ უნდა იყოს ვინ გდიხარ, რაც თოკოს ქვეყნისთვის გაუკეთებია იმის მეასედი მაინც აქვს გაკეთებული რომელიმე კლავიატურის მონას?
dinamo222

მეგობარო რა შუაშია აქ სააკაშვილ-სოროსის კლასტერი და " ვირთხები" როგორც შენ უწოდებ. მკიდია ერთიც და მეორეც მაგრამ საწყენი და არაეთიკურია როცა ჩემი ეროვნული ნაკრების კაპიტანი ითამაშებს ცენტრალური არმიის კლუბშ, არის რაღაც სიმბოლოები რომლის გადაბიჯებაც არ შეიძლება.
ღმერთმა გაუმარჯოს თორნიკეს მარა კაპიტნის სამკლაური უნდა დათმოს და ამის გაპრავება არცერთი ხრიდან არ მოსულა, რაცარუნდა ვიწრო პარტიულ ამბებში გადაიყვანოს ვინმემ ან ვითმდა პირად თოკოს შეურაცხყოფად აღიქვან, მითუმეტეს როცა უშალოდ თორნიკე მეორე ხარისხოვანია.
არ შეიძლება ეგრე საუბარი როგორც შენ ხარშავ ერთ ქვაბში ასე უცენზუროდ სასტავს, სიტყვების მეტად მოფრთხელებაა საჭირო
არც ურაპატრიოტობაა ეგ და არც მკერდზე მუშტის ბრახუნი და სუფრასთან სადღეგრძელო, უბრალოდ უშნო, ულამაზო და არაეთიკურია სიმბოლიკისთვის ასე ტალახის მიცხება და კაპიტნის ცენტრალური არმიის კლუბშ თამაში სხვა არაფერია თუ არა ეგ, თორე თორნიკეს გაუმარჯოს თავის გზაზე სპორტულადაც და პირადშიც.
მართალი ხარ თოკო ! ყურადღება არ მიაქციო "ურაპაწრიოწების"და სააკიან--სოროსის ვირთხების წრიპინს ! მიაწექი შენებურად და 1-2 წელში ნბა შიც უნდა გნახოთ !
2 tselitsadshi iset asakshi ikneba NBA gamoricxulia, da an is saidan daaskveni rom visac tokos gadatskvetileba ar mogtsons mandamainc nacia? Anu ra ginda tkva rom kocebi amakoben tokos armiul klubshi gadasvlit?
თუ მაგრა ითამაშა 30 კი არა 35 წლისასაც წაიყვანენ ბვა ში ! და და მერე კიდევ ვინც თოკოს ლანძღავს და აგინებს ყველას დედააც გინდ ნაცი იყოს გინდ ქოცი და გინდ ე.წ. "ეროვნული" !
ლანძღვა და გინება არასწორი მგონია მაგრამ ჩემი ზმაც რომ იყოს არ მოვუწონებდი გადაწყვეტილებას, და ასე ფიქრობს მოსახლეობის უმრავლესობა, ხოდა შენი ნათქვამიდან ისე გამოვიდა თითქოს ვისაც თოკოს გადაწყვეტილება არ მოეწონა ყველა ნაცია, მაშინ გამოდის რომ მინიმუმ 80% ნაცი ყოფილა. ისე ნაცები რუსეთს კი ლანძღავენ მაგრამ რაც მაგათ რუსეთის წისქვილზე წყალი დაასხეს მეეჭვება თოკოს ცეესკაში გადასვლა მართლა წყენოდათ
რანაირად დაასხეს რუსეთის წისქვილზე წყალი ? აფხაზეთში და სამაჩაბლოში ოფიციალურად მშვიდობისმყოფელი სტატუსი ჰქონდათ და მას შემდეგ მთელი მსოფლიო ოკუპანტებად მოიხსენიებს, რაც გაცილებით რეალურია ვიდრე ფეიკი მშვიდობისმყოფელობა.
რუსების წისქვილზე წყალს ვინც ასხამს, კი ვხედავთ 8 წელია.
შენ რა უფრო გაინტერესებს, შენი ტერიტორიები რომაა დაკარგული, თუ რუსების მოხსენიების სტატუსი?!
90-იანი წლებიდან მოყოლებული ყველა მთავრობა რუსეთის წისქვილზე ასხავს წყალს
შენგელიას ყველანაირი უფლება აქვს, ითამაშოს სადაც უნდა.
მეორეს მხრივ, თუ ვამბობთ, რომ ეროვნული ნაკრები არის ქვეყნის დამოუკიდებლობის და ერთიანობის სიმბოლო, რაღაცა, რაც ქვეყნის მოსახლეობას ყოველდღიულ სიხარულს უნდა ანიჭებდეს მათი პოლიტიკური და სხვა შეხედულებეიბს მიუხედავად - მაშინ მისი ადგილი ნაკრებში არაა.
ეს იქნებოდა ფედერაციის ძლიერი და პრინციპული ნაბიჯი. ამით მკაფიო მესიჯი იქნებოდა ყველა სპორტსმენისათვის - მიხედეთ თქვენს ცხოვრებას, მაგრამ ნუ გექნებათ ნაკრებზე პრეტენზია.
მაგრამ ვის აქვს ამის შნო - გამოიყვანეს მთელი კალათბურთის გუნდი და იბლუყუნეს რაღაცა, თოკო, მიდიი, მხარს გიჭერთო.
უგულშემატკივეთ ახლა ნაკრებს, რომლის კაპიტანი და მთავარი სიმბოლო არის რუსეთის არმიის კლიბის წევრი და "ბედნიერია", რომ ცსკა-ში გადავიდა (მესმის, რომ სტანდარტული ფრაზაა, მაგრამ ცხოვრება ხშირად ასეთი ფორმალობებისაგან შედგება).
რათქმაუნდა თოკო ყურადღება არ უნდა მიაქციო დიდად
Itogshi etts vitkvi da gamgebi gaigdebs-kvela a Damiani tviton tskvets Tavis momavals da chveni sakme araa ubralod toko rasac aketebs esaa rom arc mtsvadi datsva unda da arc shampuri. I ar gamodis dzmao tan rusuli armiis klubshi tamashi da tan kvek is patriotoba
მგონი საკითხის არსის აღქმის პრობლემა აქვს )))) მისი პიროვნების კი არა,მისი კონკრეტული გადაწყვეტილების მიმართ არის პროტესტი.რა შუაშია,რომ ამბობს,ვინც მიცნობს იციან ვინც ვარო?ამ კონკრეტული გადაწყვეტილების შეფასებას,პირადად ნაცნობობა რაში ჭირდება?ანწუხელიძის ოჯახს ნამდვილად არ ჭირდება ღორისტანში გამომუშავებული ფული.ასეთ ოჯახებზე სახელმწიფო და მთელი ერი უნდა ზრუნავდეს.რით ვერ გაიგეს,რომ შენგელიას პიროვნების კი არა მისი გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეა უმრავლესობა.შენგელიამ აგროვოს ქულები,მაგრამ ღორების ყველა გუნდს და მათ შორის ცსკას მაქსიმალურ წარუმატებლობას ვუსურვებ.
არც ეს არის პირველი და არც ბოლო , ფული პრიორიტეტია ბევრი სპორტსმენისათვის, ფაქტიურად ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილმა სპორტსმენმა მხარი დაუჭირა,ალბათ იგივეს გააკეთებდნენ შესაბამისი შეთავაზება თუ ექნებოდათ და არამარტო სპორტსმენები, ბევრი ჩვეულებრივი ადამიანიც ითანამშრომლებდა ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე, რაზეც ამ თემაზე აქ გაკეთებული კომენტარებიც მეტყველებს. პრინციპში ,არც გამკვირვებია არჩევანი "ღირსება თუ ფული" , თანამედროვე ქართველებისათვის აქტუალური არ არის. მაგრამ ამასთან ერთად, ნაკრების კაპიტანი ცსკას მოთამაშე რომ არ უნდა იყოს ეს სურვილიც გასაგებია. ისე,თუ ანწუხელიძის ან სხვა ომში დაღუპულის ოჯახს ფინანსურად დაეხმარება ცსკაში აღებული ხელფასით ეს იქნებოდა ღირსეული საქციელი.
Storad avgnishne rom sxva spircmenebmac mxari dauchires da stored esaa sagangasho, paktia rom tornike ubralod shesadzlebloba mueca rusetis armiis gundshi itamasho tore sxva sporcmenebic ocneboben amaze
შენ რომ რუსეთთან ომში დაღუპულის ოჯახის წევრი იყო, აიღებდი დახმარების სახით ცსკა-ში გამომუშავებულ მაყუთს ?
სხვა მხრივ, ყველაფერში გეთანხმები. კი გავიძახით "მტერი, მტერიო", მაგრამ ბევრ რამეში ისე ვართ ჩახუტებული რუსებთან, აშშ-კანადის ურთიერთობა მიმიქარავს