საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი ნ`გოლო კანტე ტრავმის გამო ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრას "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გამოტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია გუნდის მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა გაავრცელა.
"კანტე ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებს, რადგან ჯერ ტრავმა არ მოუშუშებია და თამაში არ შეუძლია." - ციტირებს "ჩელსის" ვებგვერდი ინგლისელი სიტყვებს.
ლამპარდმა ასევე განაცხადა, რომ გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს მცირე დაზიანებები აქვს და ხვალისთვის გადაწყვდება თუ ვის ექნება შანსი "მანჩესტერ იუნაიტედთან" მიიღოს მონაწილეობა. აღნიშნული შეხვედრა 19 ივლისს გაიმართება.