ფეხბურთი

18:03 | 17.07.2020 | ნანახია 1473 - ჯერ

29 წლის ანდრე შურლემ კარიერა დაასრულა

გერმანელმა ფეხბურთელმა ანდრე შურლემ საფეხბურთო კარიერა 29 წლის ასაკში დაასრულა. ამის შესახებ განცხადება თავად გააკეთა.

„ეს იდეა ჩემში დიდი ხანია მომწიფდა და საბოლოოდ გადავწყვიტე. რთული მომენტები უფრო მეტად მქონდა, ვიდრე ბედნიერი. ძალიან ბევრი ჩრდილი განვიცადებ, ვიდრე ნათელი. აღარ მჭირდება პუბლიკის აპლოდისმენტები“, - თქვა შურლემ.

ანდრე შურლე კარიერა „მაინცში“ დაიწყო, საიდანაც „ლეერკუზენში“ გადავიდა. გარდა ამისა, ასევე ითამაშა, „ჩელსიში“, „ვოლფსბურგში“, „დორტმუნდში“, „ფულჰემსა“ და ბოლოს მოსკოვის „სპარტაკში“, სადაც იჯარით იყო. რამდენიმე დღის წინ კი „დორტმუნდთან“ კონტრაქტი გაწყვიტა.

კარიერის განმავლობაში ანდრემ ინგლისის პრემიერლიგა, გერმანიის თასი (ორჯერ) და სუპერთასი მოიგო, ხოლო ყველაზე დიდ წარმატებას გერმანიის ნაკრებში 2014 წელს მიაღწია, როცა მსოფლიო ჩემპიონი გახდა. „ბუნდესნაკრებში“ შურლემ 2010-2017 წლებში 57 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:27 | 17.07.2020
saamtrediel (960)

ეტყობოდა რომ ბოლო წლებში ფეხბურთი მაგრად ეკიდა. წყურვილი არ იგრძნობოდა. შიმშილი აკლდა. ეს ერთი შეხედვითაც ადვილად ჩანს. არადა თავიდან რა მაგრად დაიწყო. 20-30 მეტრიან აჩქარებს შორეული დარტყმებით აგვიარგვინებდა და ასე ბევრი ლამაზი გოლი შეაგდო სხვადასვა კლუბების თუ ძლიერი ნაკრებების კარში. ბრაზილიის მუნდიალამდე ხდებოდა ეს ყველაფერი. ბრაზილიაშიც კი არ იყო ისეთი როგორც მანამდე. უკვე დაწყებული ჰქონდა რეგრესი და ინერციით მიდიოდა. როისთან ერთად ჩემთვის ყველაზე იმედის მომცემი ფეხბურთელი იყო ერთ დროს გერმანიაში. ის საერთოდ უიღბლო შუშის კაცი აღმოჩნდა.

22:31 | 17.07.2020
davidinho (1027)

ასე ადრე რატომ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129225
სარეკლამო ადგილი - 99
X x X