ჩოგბურთი

15:52 | 17.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის მასტერსზე შესაძლოა მაყურებლები დაუშვან

როგორც ტურნირის დირექტორი ფელისიანო ლოპესი ამბობს, როლან გაროსის მსგავსად, მადრიდის მასტერსიც მზადაა იმისთვის, რომ ტრიბუნაზე შეზღუდული რაოდენობით მაყურებელი დაუშვან. საჩოგბურთო სეზონი აგვისტოში დაიწყება და ტურნირების უმეტესობა, მათ შორის აშშ-ის ღია, ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაივლის.

საფრანგეთის ღია პირველობის ორგანიზატორებმა უკვე გამოაცხადეს, რომ მცირე რაოდენობით მაყურებელს მიიღებენ. ფრანგების მაგალითის მიბაძვას კი ესპანელებიც გეგმავენ. საფრანგეთმაც და ესპანეთმაც პანდემიური ლოკდაუნი ერთი თვის წინ დაასრეულეს და თანდატან ცხოვრების ნორმალურ რიტმს უბრუნდებიან.

„დარწმუნებულები ვართ, რომ გარკვეული რაოდენობით მაყურებლის მიღებას შევძლებთ. ჩვენ ამ საკითხზე, მადრიდის ხელისუფლებასთან ერთად ვმუშაობთ. მათ ჩვენი პროტოკოლები რამდენიმე დღის წინ წარვუდგინეთ“, - ამბობს ლოპესი.

ცნობისათვის, აშშ-ის ღიას ორგანიზატორებს, ტურნირის ნიუ იორკიდან მაიამიში გადატანა სურდათ, მაგრამ ამ იდეამ მხარდაჭერა ვერ მიიღო. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ტურნირი გრაფიკის შესაბამისად, ოღონდ მაყურებლის გარეშე გაიმართოს.

0.113948