ფეხბურთი

14:22 | 17.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

სეტიენი: "არ ვიცი ვიქნები თუ არა "ბარსელონას" მწვრთნელი ჩემპიონთა ლიგაზე"

კატალონიის „ბარსელონას“ მწვრთნელმა კიკე სეტიენმა „ოსასუნასთან“ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ არ იცის იქნება თუ არა გუნდში ჩემპიონთა ლიგის განახლების დროს.

„იმედი მაქვს „ბარსელონას“ მწვრთნელი ჩემპიონთა ლიგაზეც ვიქნები, მაგრამ არ ვიცი. ვეთანხმები მესის ზოგიერ საკითხში, თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ. „ალავესთან“ მატჩის შემდეგ დავისვენებთ და ჩემპიონთა ლიგისთვის მოვემზადებით, რომ გამოვასწოროთ ის ყველაფერი, რასაც აქამდე არასწორად ვაკეთებდით.

თვითკრიტიკა გვჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხეს შევუქმნით ყველაფერს, რის გაკეთებასაც ვაპირებთ. „ოსასუნამ“ ორი გოლი გაგვიტანა და საოცრად გაუმართლა. წაგებას არ ვიმსახურებდით, მაგრამ ტიტული არ ამ მატჩის, არამედ სხვა თამაშების გამო დავკარგეთ, რომელიც უნდა მოგვეგო“, - თქვა სეტიენმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ 79 ქულა აქვს და მადრიდის „რეალს“ ვეღარ დაეწევა. კატალონური გრანდი ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალში „ნაპოლის“ დაუპირისპირდება, რომელთანაც იტალიაში 1:1 ითამაშა.

0.113536