მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა „ვილიარეალთან“ (2:1) გამარჯვებისა და ესპანეთის ჩემპიონობის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ფრანგის განცხადებით, ჩემპიონთა ლიგაზე მეტად ლა ლიგის ტიტული უყვარს.
„ეს საოცარი გრძნობაა, რადგან რაც ფეხბურთელებმა გაკეთეს, შთამბეჭდავია. სიტყვები არ მაქვს, რომ ჩემი ემოციები აღვწერო. წარმატების გასაღები ფეხბურთელებია, რომლებიც მოედანზე იბრძვიან. მართალია ჩემი როლიცაა, მაგრამ მათ ჩემი იდეების სჯერათ. შთამბეჭდავი გუნდია და როდესაც მათ ბედნიერს ვხედავ, მეც ბედნიერი ვარ. ვინც ცოტას თამაშობენ, თავიანთი როლი შეასრულეს და საქმეს ერთგულად მიუდგნენ.
ჩვენ საუკეთესოები ვიყავით, რადგან ყველაზე მეტი ქულა მოვიპოვეთ. ტიტულის ზეიმი ყველასთვის უცნაური მომენტი იყო, გვინდა გულშემატკივრებთან ერთად ვიყოთ, მაგრამ სახლში ყოფნის მიუხედავად ისინი ბენდიერები არიან. ჩემპიონთა ლიგა არის ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ მე უფრო მეტად ბედნიერი ლა ლიგის ტიტულის გამო ვარ“, - თქვა ზიდანმა.
შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ ისტორიაში 34-ედ მოიგო ესპანეთის ჩემპიონის ტიტული, ხოლო ზიდანმა მწვრთნელის რანგში მეორედ.