ყაზანის „რუბინის“ ვებგვერდზე გამოკითხვა მიმდინარეობს, რომელმაც 2019-2020 წლების სეზონში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი უნდა გამოავლინოს.
ნომინანტებს შორის ორივე ქართველი მოხვდა, ხვიჩა კვარაცხელიაც და ზურიკო დავითაშვილიც. ხმის მიცემა კი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოცემულ ბმულზე - "რუბინის" სეზონის ფეხბურთელი.
ცნობისთვის, კვარაცხელიას რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 26 მატჩში 3 გოლთან ერთად 4 საგოლე პასი მიითვალა, ხოლო დავითაშვილმა 25 შეხვედრაში მეტოქეები ორჯერ დაამწუხრა.