ფეხბურთი

10:51 | 17.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

მესი: "თუ არაფერი შეიცვლება, ჩემპიონთა ლიგაზეც იგივე გველოდება"

კატალონიის „ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ „ოსასუნასთან“ (1:2) დამარცხების შემდეგ თვითკრიტიკული განცხადება გააკეთა და კლუბის სხვა წევრებსაც იმავეს გააზრება ურჩია.

არგენტინელი მიიჩნევს, რომ თუ „ბლაუგრანაში“ ბევრი რამ არ შეიცვლება, ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლისთანაც“ დამარცხდებიან.

„არ ველოდით ამ დასასრულს, მაგრამ ეს ყველაფერი სეზონის მიმდინარეობას ადასტურებს. ჩვენ სუსტი და ძალიან არარეგულარული გუნდი ვართ, რომელმაც ქულები დაკარგა იქ, სადაც არ უნდა დაეკარგა. „რეალმა“ თავისი საქმე გააკეთა, პაუზის შემდეგ თამაში არ წააგო. ჩვენ პირიქით,ბევრი ქულა დავკარგეთ და დავეხმარეთ.

თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ, პირველ რიგში ფეხბურთელები, რომ ეს სხვებთან მივიტანოთ. „ბარსელონა“ ვართ, შესაბამისად, ვალდებულები ვართ ყველა თამაში მოვიგოთ.

თუ ასე გავაგრძელებთ, ჩემპიონთა ლიგის მოგება რთული იქნება. ახლა გვჭირდება ცოტა შესვენება და კონცენტრირება ჩემპიონთა ლიგაზე, ის ნულიდან დაიწყება. მაგრამ თუ ბევრი რამ არ შეიცვლება, „ნაპოლისთანაც“ წავაგებთ. გაბრაზებული ვარ? ბუნებრივია, კლუბში ყველა ასეა. „რომა“, „ლივერპული“... ხალხმა მოთმინება დაკარგა, რადგან ჩვენგან ვერაფერს იღებენ“, - აღნიშნა მესიმ.

შეგახსენებთ, „ბარსელონას“ ლა ლიგაში 79 ქულა აქვს და ჩემპიონობის შანსი დაკარგა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში „ნაპოლის“ დაუპირისპირდება.

0.111265