ფეხბურთი

1:33 | 17.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონი "რეალი"

„რეალი“ ჩემპიონია - ლა ლიგის 37-ე ტურმა ყველანაირ კითხვას ბოლო მოუღო. ზინედინ ზიდანის გუნდს 34-ე ტიტულისთვის „ვილიარეალის“ ძლევა სჭირდებოდა, რაც მოახერხა კიდეც და ამასთან ერთად „ბარსელონაც“ დამარცხდა.

თუმცა, კატალონელთა წაგებას „კამპ ნოუზე“ „ოსასუნასთან“ (1:2) გავლენა არაფერზე მოუხდენია, „რეალი“ ამის გარეშეც გაჩემპიონდა, რადგან თავისი გასაკეთებელი გააკეთა. კარიმ ბენზემას დუბლით იმარჯვა და 86 ქულა დააგროვა, რითაც ცხადია პირველი ადგილი გაიფორმა.

შესაბამისად, ესპანური გრანდებისთვის ბოლო ტური სრული ფორმალობა გახდა. „რეალი“ ჩემპიონია, მასთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონა“, „ატლეტიკო“ და „სევილია“ გავიდნენ, ევროპა ლიგის ზონაშიჯერ ყველაფერი გარკვეული არაა.

ლა ლიგიდან უკვე გავარდნენ „ესპანიოლი“ და „მალიორკა“, მესამე უიღბლო გუნდის ვინაობას ბოლო ტური გაარკვევს. ან „სელტა“ გავარდება, ან „ლეგანესი“. ამ დროისთვის ვიგოელები უკეთეს მდგომარეობაში არიან, მაგრამ ვნახოთ რა მოხდება, 38-ე ტურში.

„ბარსელონა“ – „ოსასუნა“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 არნაისი (15), 1:1 მესი (62), 1:2 ტორესი (90)

„რეალი“ – „ვილიარეალი“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ბენზემა (29), 2:0 ბენზემა (77, პენ), 2:1 იბორა (83)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.185596