ჩოგბურთი

0:24 | 17.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩს აშშ-ის ღიაზე გამოსვლა სურს, მაგრამ...

ნოვაკ ჯოკოვიჩი მზადაა იმისთვის, რომ აშშ-ის ღია პირველობაზე ითამაშოს, მაგრამ არსებობს გარემოება, რომლის გამოც, მან შეიძლება ამისგან თავი შეიკავოს. საქმე ისაა, რომ ევროპაში არსებული საკარანტინო წესებით, ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ, სპორტსმენებს ორი კვირით თვითიზოლაცია უწევთ.

ეს კი ნიშნავს, რომ თუ აშშ-ის ღიაზე ითამაშებს, ჯოკოვიჩს მადრიდის მასტერსის გამოტოვება მოუწევს და თუ ფლეშინგ მედოუსზე მეორე კვირაშიც დარჩება, რისი დიდი შანსიცაა, მაშინ რომის მასტერსზე გასვლასაც ვერ შეძლებს. საქმე ისაა, რომ მადრიდის მასტერსი აშშ-ის ღიას ფინალიდან ერთ კვირაში იწყება, მისი დასრულებიდან მეორე დღეს კი სტარტს რომის მასტერსი აიღებს. ორივე თიხნარის ტურნირია.

მაგრამ თუ ATP ჩოგბურთელებისთვის გამონაკლისის დაშვებას მიაღწევს, მაშინ მსოფლიოს პირველი ჩოგნის ამერიკაში ასპარეზობას ხელს არაფერი შეუშლის.

0.114261