ფეხბურთი

22:11 | 16.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია ისევ საუკეთესოდ დაასახელეს

რუსეთის პრემიერლიგის 29-ე ტურში ყაზანის „რუბინმა“ „როსტოვს“ უმასპინძლა და უგოლოდ დაშორდა. ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ზურიკო დავითაშვილი მოედანზე 64-ე წუთიდან გამოჩნდა.

ხვიჩა ძალიან აქტიური იყო, საგოლე მომენტებიც ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გაიტანა. მიუხედავად ამისა, გარჯა დაუფასდა - მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

კვარაცხელია სეზონის რესტარტს მართლაც დიდებულ ფორმაში შეხვდა და „რუბინის“ აშკარა ლიდერია. ყაზანელებისთვის „როსტოვთან“ მატჩს პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან პრემიერლიგაში ადგილი გასულ ტურში შეინარჩუნა.

აქვე გეტყვით, რომ რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ხვიჩამ 26 მატჩში 3 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა, ხოლო დავითაშვილმა 25 თამაშში 2 გოლი ჩაიწერა აქტივში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124566