ფეხბურთი

18:09 | 16.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ“ სესენიონის ტრასფერზე მუშაობა დაიწყო

კატალონიის „ბარსელონამ“ ლონდონის „ტოტენჰემს“ რაიან სესენიონის ტრანსფერის თაობაზე მიმართა. ინფორმაციას ცნობილი ბრიტანული გამოცემა Sky Sports-ი ავრცელებს. წყაროს თანახმად „ბარსა“ 20 წლის ფეხბურთელს 31 წლის ჟორდი ალბას შემცვლელად მოიაზრებს.

ესპანური გრანდი ახალგაზრდა ინგლისელის მინართ ინტერესს 2018 წლიდან იჩენდა, როდესაც ის „ფულჰემში“ თამაშობდა და ინგლისის „ჩემპიონშიპის“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

2019 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში სესენიონი „ტოტენჰემს“ შეუერთდა, თუმცა, მიმდინარე სეზონში სულ 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120106