აბსოლუტურ საბრძოლო ხელოვნებაში მერაბ დვალიშვილის მომავალი მეტოქე ცნობილია. ქართველი მებრძოლი მჩატე წონის ტოპ-15-ში მე-12 პოზიციაზე მყოფ ჯონ დოდსონს დაუპირისპირდება.
თავად ქართველს ჩხუბი რეიტინგის მე-14 ადგილოსან შონ ო’მალისთან სურდა, თუმცა, შედარებით ძლიერ მეტოქესთან მოუწევს ბრძოლა.
მერაბ დვალიშვილმა ბოლო შეხვედრა 14 ივნისს გუსტავო ლოპესთან ჩაატარა და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, ამ გამარჯვების შედეგად კი რეიტინგში დაწინაურდა და მჩატე წონის Top-15-ში მოხვდა. საერთო ჯამში კი UFC-ში გამართულ 5 შეხვედრში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. უშუალოდ დოდსონთან შეხვედრა კი 16 აგვისტოს, ლას ვეგასში გაიმართება.