ფეხბურთი

12:18 | 16.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ეს აბსურდია!“ - კარაგერი ხუთი შეცვლის გამო

„ლივერპულის“ ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად კი. ტელეექსპერტი, ჯეიმი კარაგერი, მატჩის განმავლობაში ხუთი ცვლილების მომავალ სეზონშიც შენარჩუნების წინააღმდეგია.

„ეს აბსურდია, პრემიერლიგავ დატოვე სამი ცვლილება, გეთაყვა!“ - დაწერა თავის ტვიტერში კარაგერმა.

ახლახან ცნობილი გახდა, რომ მომავალ სეზონში მსოფლიო ფეხბურთში მატჩის განმავლობაში ხუთი ცვლილების განხორციელება იქნება შესაძლებელი. გადაწყვეტილებას თავად შეჯიბრების ორგანიზატორები მიიღებენ, ანუ ხუთი ცვლილება აუცილებელი არ გახლავთ.

შეცვლების გაზრდის გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის პაუზის შემდეგ მიიღეს, რადგან ჩათვალეს, რომ ხანგრძლივი უთამაშებლობის გამო ფეხბურთელები დატვირთვებს ვეღარ გაუძლებდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110516