„ლივერპულის“ მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა, პრემიერლიგის 36-ე ტურში „არსენალთან“ წაგების (2:1) შესახებ ისაუბრა.
„ორივე გოლი ვაჩუქეთ, მერე კი გათანაბრება ძნელი იყო. რაც დავიმსახურეთ, ის მივიღეთ. არადა, სანამ შეცდომას არ დავუშვებდი, ყველაფერი კარგად მიდიოდა.“- ციტირებს ვან დეიკის სიტყვება Goal.
„ლივერპული“ უკვე ჩემპიონია და 93 ქულით ლიდერობს სატურნირო ცხრილს. „არსენალი“ კი 53 ქულით მე-10 ადგილზეა.