პორტუგალიის პრიმეირა ლიგის 32-ე ტურში „პორტუმ“ ლისაბონის „სპორტინგი“ 2:0 დაამარცხა და სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ჩემპიონობა გაინაღდა.
„დრაკონებმა“ პრინციპულ მეტოქეს დანილო პერეირასა და მუსა მარეგას გოლებით სძლიეს, რის შედეგადაც 79 ქულას მოუყარეს თავი და ჩემპიონობა გააოფიციალურეს. სერჟოუ კონსეისაუს გუნდი “ „ბენფიკას“ 8 ქულით უსწრებს, რამაც ცხადია ყველანაირი კითხვის ნიშანი გააქრო.
„პორტუმ“ პორტუგალიის ჩემპიონის ტიტული ისტორიაში 29-ედ მოიპოვა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ გიორგი მაკარიძის "სეტუბალი", რომელიც ზამთარში ათეულში იყო, ახლა გასავარდნ ზონაშია, რადგან 13-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (4 ფრე, 9 წაგება).