ფეხბურთი

21:45 | 15.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "ყველა ხვალინდელ თამაშზე ფიქრობს"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "ვილიარეალთან" შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ კლუბში მომუშავე ყველა ადამიანი ხვალინდელ თამაშს მოუთმენლად ელოდება.

"სამეფო კლუბი" ლა ლიგაში 83 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან "ბარსელონას" 4 ქულით უსწრებს, შესაბამისად, "ვილიარეალთან" გამარჯვება ჩემპიონობის ტოლფასი იქნება.

"ბოლო თამაშებისგან განსხვავებით ყველაზე რთული მატჩი გველის. "ვილიარეალი" არის გუნდი, რომელმაც იცის როგორ უნდა ითამაშოს და რთული მეტოქეა. ჩვენ მთელი ენერგია ხვალინდელი დაპირისპირებისთვის უნდა შემოვინახოთ და სხვა არაფრისთვის. ფეხბურთელები და ყველა ადამიანი, რომელიც ჩვენთან მუშაობს ხვალინდელ მატჩზე ფიქრობს." - ციტირებს "რეალის" ოფიციალური ვებგვერდი ფრანგის სიტყვებს.

მადრიდის "რეალის" და "ვილიარეალის" დაპირისპირება 16 ივლისს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113115