ფეხბურთი

19:39 | 15.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

შურლემ "დორტმუნდი" დატოვა

დორტმუნდის "ბორუსია" გერმანელმა ფეხბურთელმა ანდრე შურლემ დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა და ფეხბურთელს წარმატებები უსურვა. ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი.

"დორტმუნდმა" ანდრე 2016 წელს "ვოლფსბურგიდან" დაიმატა და მის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადა. შურლე ბოლო ორი სეზონის განმავლობაში "ფულჰემსა" და მოსკოვის "სპარტაკში" იყო განათხოვრებული.

"დორტმუნდის" რიგებში შურლემ 51 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. ანდრემ "დორტმუნდის" რიგებში გერმანიის თასის მფლობელი 2017 წელს გახდა, ხოლო 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

0.114455