ფეხბურთი

18:15 | 15.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

2022 წლის მუნდიალის კალენდარი ცნობილია

ფიფამ საკუთარ ვებგვერდზე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის კალენდარი ოფიციალურად გამოაქვეყნა.

დამდეგი მუნდიალი 8 სტადიონზე ჩატარდება და 2022 წლის 21 ნოემბერს დაიწყება. გახსნის მატჩში მასპინძელი ყატარი ითამაშებს, მისი მეტოქე კი ცხადია ამ ეტაპზე ცნობილი არაა.

ჯგუფური ეტაპი 2 დეკემბრამდე გაგრძელდება, 1/8 ფინალები 3-6 დეკემბერს შედგება, 1/4 ფინალები 9-10 დეკემბერს, ხოლო 1/2 ფინალური მატჩებისთვის 13-14 დეკემბერი გამოიყო.

მესამე ადგილისთვის მატჩი 17 დეკემბერს, ხოლო ფინალი 18 დეკემბერს გაიმართება, „ლუსაილ არენაზე“, რომელიც 80 000 მაყურებელს იტევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112712