ფეხბურთი

17:10 | 15.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "მოურინიოს და კლოპს პრეტენზიები თუ აქვთ, შეუძლიათ დამირეკონ"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჟოზე მოურინიოსა და იურგენ კლოპს უპასუხა, რომლებმაც „ქალაქელების“ ჩემპიონთა ლიგაზე დაშვება უსამართლო გადაწყვეტილებად მიიჩნიეს.

„თუ მათ საუბარი სურთ, მზად ვარ მოვუსმინო. აქვთ ჩემი ტელეფონის ნომერი, შეუზლიათ დარეკონ. ეს არ არის პრობლემა, მაგრამ ვფიქრობ, რომ არაფერი განსახილველი, რადგან გადაწყვეტილება აშკარაა.

ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი ფეხბურთელების გამო, მადლობა მათ და ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებთ. მოედნის მიღმა შესაძლოა არსებობენ გუნდები, რომლებიც უკეთესები არიან, მაგრამ მოედანზე ბოლო 3-4 წლის განმავლობაში გამორჩეულები ვიყავით და ამას მომავალ სეზონში ევროპაშიც დავამტკიცებთ“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსნეებთ, რომ სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ „მანჩესტერ სიტის“ ევროთასებიდან დისკვალიფიკაცია გააუქმა და 30 მილიონი ევროს ჯარიმა 10 მილიონამდე შეუმცირა.

0.13309