ჩოგბურთი

16:33 | 15.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი პანდემიის შემდგომ კორტს ამერიკაში დაუბრუნდება

ნიკოლოზ ბასილაშვილი ვაშინგტონში გასამართ საერთაშორისო ტურნირში მიღებს მონაწილეობას. ქართველი ჩოგბურთელი წინასწარ განაცხადში მოხვდა და ძირითად ბადეში იასპარეზებს.

ამერიკის დედაქალაქში გასამართ 500 ქულიან ტურნირზე მონაწილეობას 48 სპორტსმენი მიიღებს და ის 14-დან 21 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ შარშან ბასილაშვილს ვაშინგტონის ტურნირში მონაწილეობა არ მიუღია, გამარჯვებული კი ავსტრალიელი ჩოგბურთელი ნიკ კირიოსი გახდა, რომელმაც ფინალში დანიილ მედვედევი დაამარცხა.

შეგახსენებთ, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის შემდგომ ეს ATP-ის მიერ პირველი ოფიციალური ტურნირია. მისი საპრიზო ფონდი კი 1 953 285 დოლარი იქნება.

0.113633