იტალიურმა „მილანმა“ ესპანური „სევილიადან“ სიმონ კიაერის სატრანსფერო უფლებები გამოისყიდა. ამის შესახებ „როსონერის“ ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.
კიაერმა „მილანთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმა, გამოსასყიდი თანხის ოდენობამ კი 3.5 მილიონი ევრო შეადგინა.
დანიელი ფეხბურთელი იტალიურ გრანდს ზამთარში შეუერთდა და ძირითად შემადგენლობაში ფეხი ადვილად მოიკიდა. კიაერის ანგარიშზე „მილანის“ მაისურით ჩატარებული 13 მატჩია (გოლი არ გაუტანია).