სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

11:08 | 15.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

გასპერინი: "მეტოქეებს არ ვამცირებთ, უბრალოდ ვთამაშობთ"

ბერგამოს "ატალანტას" დაუჯერებელი სეზონი აქვს - ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია, პარალელურად სერია A-ში არავის ინდობს და არასაფეხბურთო ანგარიშებით იგებს. გუშინ ლომბარდიელებმა "ბრეშა" 6:2 გაანადგურეს. "ატალანტას" მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ კი კომენტარი გააკეთა.

"გასულ სეზონშიც გავიტანეთ ბევრი გოლი, ჩემპიონატში ყველაზე მეტი. წელს კი საკუთარი შედეგი გავაუმჯობესეთ. ჩვენ გავიტანეთ ბევრი ხარისხიანი გოლი, სხვადასხვა ფეხბურთელებმა, მეტოქეებს არ ვამცირებთ, უბრალოდ ჩვენი სტილია, თამაშს ნებისმიერ მომენტში ვაგრძელებთ.

უკვე ზედიზედ მეოთხე წელია სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში ვართ და ამაში ევროთასებზე თამაშიც დაგვეხმარა. ძალიან გავიზარდეთ ტექნიკური თვალსაზრისით.

პსჟ? მათ თასის ორი ფინალი ჯერ კიდევ სათამაშო აქვთ. არ ვიცი რა არის უკეთესი, რთულია ამის წინასწარ განსაზღვრა. ეს იქნება ორი კარგად მომზადებული გუნდის დაპირისპირება. არ ვფიქრობ, რომ ჩვენ გადაღლილები ვიქნებით და ისინი მოუმზადებლები, რადგან სეზონი საფრანგეთში დასრულებულია.

გული მწყდება "იუვესთან", "ინტერთან" და "ლაციოსთან" მატჩებში დაკარგულ ქულებზე, ძალიან არ გაგვიმართლა ამ მატჩებში. "სპალთან" სახლში წავაგეთ, მაგრამ ამაზე არა, რადგან სხვებმაც დაკარგეს ქულები სხვა მატჩებში, მაგრამ კონკურენტებთან უშუალო მატჩებში მოპოვებული ქულებით შეგვეძლო ახლა უკეთეს მდგომარეობაში ვყოფილიყავით", - თქვა გასპერინიმ.

აქვე გეტყვით, რომ "ატალანტა" სერია A-ში 70 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ "იუვენტუსს" მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩება (თუმცა, თამაშით მეტი აქვს ჩატარებული). სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე უკვე გაიტანა 93 გოლი, რაც იტალიაში 70 წელი არ მომხდარიყო. პარალელურად, ჩემპიონთა ლიგაზე იბრძვის და 1/4 ფინალში პსჟ-სთან დაპირისპირება ელოდება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.110888