ფეხბურთი

1:43 | 15.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" ჩემპიონთა ლიგისკენ მძიმედ მიიწევს

ლონდონის „ჩელსი“ ფორმაში არაა, მაგრამ ახლა ზუსტად ის მომენტია, როცა მთავარი შედეგია და 36-ე ტურში „არისტოკრატებმა“ შედეგი მიიღეს.

„სტემფორდ ბრიჯზე“ გავარდნილი „ნორვიჩ სიტი“ ჩავიდა და „ჩელსი“ ადვილ გასეირნებას გეგმავდა, მაგრამ არ გამოუვიდა, ინერვიულა და მოკრძალებულად, 1:0 მოიგო.

პირველი ტაიმის ბოლოს ოლივიე ჟირუს გოლმა ყველაფერი გადაწყვიტა. მას შემდეგ, რაც ჟირუს პრემიერლიგაში დებიუტი ჰქონდა (2012 წლის აგვისტოში) თავით 31-ე გოლი გაიტანა, რაც პრემიერლიგაში საუკეთესო შედეგია ამ მონაკვეთში.

„ჩელსიმ“ კი 63 ქულას მოუყარა თავი და ჩემპიონთა ლიგისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ჯერ გარანტირებული მაინც არაფერი აქვს. „ლესტერსა“ და „მანჩესტერ იუნიატედს“ 4 ქულით უსწრებს, მაგრამ „მელიები“ 36-ე ტურში „შეფილდ იუნაიტედს“ უმასპინძებენ და ადვილი მატჩი ნამდვილად არ ელით, ხოლო „მანჩესტერი“ „კრისტალ პალასს“ ესტუმრება.

„ჩელსი“ – „ნორვიჩი“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ჟირუ (45)

0.145998