ფეხბურთი

22:11 | 14.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მერანის" და "რუსთავის" გამარჯვებები

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სეზონი ჯერ კიდევ გუშინ განახლდა, დღეს კი მე-3 ტურის მორიგი მატჩები გაიმართა.

მარტვილში „მერანი“ დუშეთის „არაგვს“ დაუხვდა და ფავორიტის სტატუსი გაამართლა - 2:0. თუმცა მარტვილელებს მეტოქის გატეხვა საკმაოდ გაუჭირდათ და ოდენ მატჩის დასკვნით ნაწილში შეძლეს გოლების გატანა. თამაშის გმირი თეიმურაზ შარაშანენიძე გახდა, რომელმაც დუბლი გაიფორმა და საკუთარი გუნდი მეორე ადგილზე გაიდაყვანა. წინ მხოლოდ ქობულეთის „შუქურაა“, რომელიც უდანაკარგოდ ლიდერობს სატურნირო ცხრილს.

ზედიზედ ორი ფრის შემდეგ „რუსთავმა“ პირველი გამარჯვება იზეიმა. სულიკო დავითაშვილის დებიუტიც მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარმატებული გამოდგა და „ვიტ ჯორჯიას“ 2:1 აჯობეს. პირველ ტაიმში ლიუბკომ გახსნა ანგარიში, მეორე ნახევარში კი ხარებაშვილმა და მუსელიანმა თითო გოლი გაცვალეს. „რუსთავს“ 5 ქულა აქვს, „ვიტ ჯორჯიას“ – 4.

ეროვნული ლიგა 2-ის მესამე ტური ოთხშაბათს, ბოლნისის „სიონისა“ და წყალტუბოს „სამგურალის“ მატჩით დასრულდება.

„ვიტ ჯორჯია“ – „რუსთავი“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ლიუბკო (39), 0:2 ხარებაშვილი (64), 1:2 მუსელიანი (79, პენ)

„მერანი“ – „არაგვი“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 შარაშენიძე (73), 2:0 შარაშენიძე (88)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11477