ფეხბურთი

20:19 | 14.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

მურიელი შემთხვევით დაეცა და თავის ტრავმა მიიღო

ბერგამოს „ატალანტას“ თავდამსხმელი ლუის მურიელი საავადმყოფოში აღმოჩნდა. კოლუმბიელი სახლში აუზთან დაეცა და თავის დაზიანება მიიღო.

ლუისი საავამდყოფოში სისხლჩაქცევებით გადიაყვანეს, თუმცა გამოკვლევამ აჩვენა, რომ საგანგაშო არაფერია. ეს ცნობა თავად ფეხბურთელმაც დაადასტურა:

„კარგად ვარ, სახლში ვიმყოფები. საბედნიეროდ სერიოზული არაფერი მომხდარა. ამ საღამოს სტადიონზე ვიქნები და „ატალანტას“ ვუგულშემატკივრებ. ხვალვე დავუბრუნდები საწვრთნელ პროცესს ჩემს თანაგუნდელებთან ერთად. მადლობა იმ სიყვარულისთვის, რომელიც ამ საათებში დამანახეთ“, - დაწერა ინსტაგრამში მურიელმა.

აქვე გეტყვით, რომ დღეს „ატალანტა“ „ბრეშას“ დაუპირისპირდება, გუნდის საუკეთესო ბომბარდირი კი (17 გოლი სერია A-ს მიმდინარე სეზონში) დააკლდება.

0.114152