ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოსთვის სპორტული საარბირტაჟო სასამართლოს (CAS) მიღებული გადაწყვეტილება „მანჩესტერ სიტის“ აპელაციასთან დაკავშირებით, სამარცხვინოა.
როგორც „განსაკუთრებულმა“ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, არ იცის „სიტი“ დამნაშავე იყო თუ არა, მაგრამ CAS-ის გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში სამარცხვინო გახლდათ.
„სამარცხვინო გადაწყვეტილებაა იმიტომ, რომ თუ „მანჩესტერ სიტი“ დამნაშავე არ იყო, 10 მილიონი ევროთი არ უნდა დაეჯარიმებინათ. თუ დამნაშავე იყო, მაშინ ევროტურნირებიდან უნდა მოეკვეთათ. არ ვიცი, ნამდვილად დამნაშავეა თუ არა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მაინც სამარცხვინო გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა ჟოზემ.
შეგახსენებთ, რომ CAS-მა „სიტის“ ორწლიანი დისკვალიფიკაცია გაანულა, თუმცა კლუბი 10 მილიონი ევროთი მაინც დააჯარიმა.