სხვა

14:18 | 14.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

იაპონიის სუმოს ასოციაციამ ტოკიოს ბაშოს ჩატარების თარიღი განსაზღვრა

იაპონიის სუმოს ასოციაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ივლისის ბაშო ჩატარდება. ტურნირი მაყურებლებით დაბრუნდება თუმცა, კორონავირუსის პანდემიის რეგულაციებიდან გამომდინარე ისეთ დარბაზში, რომელიც 10 000 ადამიანს იტევს, მხოლოდ 2 500 მაყურებელს დაუშვებენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ბაშო მარტის თვეში ჩატარდა, სადაც ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა 6 მოგების წილ 9 მარცხი დააგროვა და ელიტარულ დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა. მომდევნო ტურნირი კი 19 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით ნაგოიას ნაცვლად ტოკიოში ჩატარდებბა და ლევან გორგაძე მე-11 მაეგაშირას წოდებით იასპარეზებს.

რაც შეეხება თეიმურაზ ჯუღელს, ივლისის ბაშოზე გაგამარუ რანგით მე-4 დივიზიონში გამოვა.

0.137497