ფეხბურთი

13:51 | 14.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბეილმა, შესაძლოა, უფასოდ დატოვოს „რეალი“

მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა თავდამსხმელ გარეთ ბეილთან კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტას არ გამორიცხავს. 30 წლის უელსელმა, შესაძლოა, „სამეფო კლუბი“ ამ ზაფხულსვე დატოვოს - გვამცნობს ABC.

ზინედინ ზიდანის მთავარ მწვრთნელად დაბრუნების შემდეგ, ბეილი სულ ურო ცოტა სათამაშო დროს იღებს. მოგეხსენებათ, ფეხბურთელი და მწვრთნელი უკვე რამდენიმე წელიწადია რთულად ურთიერთობენ.

მიუხედავად ამისა, გარეთი მზადაა კონტრაქტის დამთავრებამდე დარჩეს კლუბში. ხელშეკრულების ვადა კი 2022 წლის 30 ივნისს იწურება.

„რეალში“ უკმაყოფილონი არიან იმით, რომ ბეილისთვის სულ ერთია, გავა მინდორზე თუ არა. მადრიდელები ფიქრობენ, რომ ჯობს დაემშვიდობონ მოთამაშეს, რომელსაც ასეთი პოზიცია უკავია. თუნდაც უფასოდ.

კლუბი რამდენჯერმე უკვე ეცადა ბეილის გაყიდვას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მთავარი პრობლემა უელსელის ძალიან მაღალი ხელფასია, რომლის გადახდა არავის უნდა.

0.116642