სხვა

4:21 | 14.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩიკაგოს მარათონიც გაუქმდა

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, ჩიკაგოს მარათონი, რომელიც 11 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, გაუქმდა.

„საზოგადოების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების გამო, რომელიც კორონავირუსის პანდემიით არის გამოწვეული, ქალაქ ჩიკაგოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ 2020 წლის ბენკ ოფ ამერიკას ჩიკაგოს მარათონი აღარ ჩაატაროს. გარდა ამისა, გაუქმდა ყველა აქტივობა, რომელიც იმავე კვირაში იყო დაგეგმილი“, - ნათქვამია მარათონის ორგანიზატორთა განცხადებაში.

ჩიკაგოს მარათონი მსოფლიოს ბოლო დიდი მარათონული ტურნირია, რომელიც ეპიდემიის გამო გაუქმდა. იმავე მიზეზით, ამერიკაში უფრო ადრე ნიუ იორკის და ბოსტონის მარათონები. საინტერესოა, რომ ბოსტონური მარათონისთვის, ეს მის 124-წლიან ისტორიაში, პირველი გაუქმებაა.

ასევე გაუქმდა მრათონბი პარიზში, ბერლინსა და რომში. დიდი მარათონებიდან, კალენდარს ჯერჯერობით ლონდონის მარათონი შემორჩა, რომელიც აპრილში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ 4 ოქტომბრისთვის გადაიტანეს. მაგრამ მოალოდნელია, რომ ისიც გაუქმდება - ლონდონური გარბენის ორგანიზატორები განცხადებას ამ თვის ბოლოს გამოაქვეყნებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107185