ფეხბურთი

2:29 | 14.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ორი ქულა ჩემპიონობამდე

მადრიდის „რეალი“ ჩემპიონობას კიდევ უფრო, დიდი ალბათობით სამი დღით მიუახლოვდა. „სამეფო კლუბმა“ „ბარსელონას“ გამარჯვებას გამარჯვებითვე უპასუხა და აგრძნობინა, რომ ჩემპიონობის ხელიდან გაშვებას არ აპირებს.

„რეალმა“ „გრანადასთან“ საგარეო მატჩი დიდებულად დაიწყო და თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა, რომელიც სრულიად საკმარისი გამოდგა სამი ქულისთვის.

ჯერ იყო და ფერლან მენდიმ გახსნა ანგარიში, მერე მ-16 წუთში კარიმ ბენზემამ სხვაობა ორამდე გაზარდა. სხვათა შორის, მენდი „რეალის“ 21-ე ფეხბურთელია, რომელმაც მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში გოლი გაიტანა.

16 წუთში მოპოვებული ორბურთიანი სხვაობა კი მადრიდელებმა გამარჯვებისთვის იკმარეს. მართალია, მეორე ტაიმის სტარტზევე დარვინ მაჩისმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ „გრანადას“ ძალა არ ეყო გასათანაბრებლად, თორე დრო საკმარისად ჰქონდა.

„რეალი“ 83 ქულა, „ბარსელონა“ – 79. წინ ორი ტურია, ორ ტურში კი „რეალს“ 2 ქულაც გააჩემპიონებს. 37-ე ტურში 16 ივლისს, „რეალი“ „ვილიარეალს“ დაუხვდება, „ბარსელონა“ „ოსასუნას“ დიდი შანსია, რომ ამ მატჩებმა ყველაფერი საბოლოოდ გაარკვიოს.

აქვე ვთქვათ, რომ 36-ე ტურმა მადრიდის "ატლეტიკოსა" და "სევილიას" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა გააოფიციალურდა. ამრიგად, ოთხეულში ადგილები უკვე შევსებულია.

„გრანადა“ – „რეალი“ 1:2 (0:2)

გოლები: 0:1 მენდი (10), 0:2 ბენზემა (16), 1:2 მაჩისი (50)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.149055