ფეხბურთი

22:25 | 13.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "ევროპა ლიგა? ჰემილტონს ჰკითხეთ ფორმულა 2-ის მოგება თუ უნდა"

„ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ევროპა ლიგის მესამედ მოგებას გეგმავს. მართალია, როგორც თავად „განსაკუთრებულმა“ თქვა ეს ტურნირი მნიშვნელოვანი არაა, მაგრამ ახლა მის გუნდს სხვა არჩევანი არ აქვს.

„ევროპა ლიგა მნიშვნელოვანი ევროპული ტურნირი არაა. ასეა, როდესაც მწვრთნელები ან ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგას იგებენ. ჰკითხეთ ლუის ჰემილტონს ფორმულა 2-ის მოგება თუ უნდა. ვფიქრობ, რომ ეს მისთვის საინტერესო საკითხი არაა. მაგრამ, მაინც ტიტულია და ამიტომ მირჩევნია იქ ვითამაშოთ, ვიდრე ევროტურნირებზე საერთოდ ვერ გავიდეთ. მგონია, რომ „ტოტენჰემიც“ სიამოვნებით მოიგებდა ამ ტიტულს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საგზურის მოსაპოვებლად.

სეზონი აუცილებლად „არსენალზე“ წინ უნდა დავასრულოთ. ევროპა ლიგა არ არის ტურნირი, რომელიც მიყვარს, მაგრამ აქამდე ორჯერ მივიღე მონაწილეობა და ორჯერვე ჩემპიონი გავხდი. შესაბამისად, ცუდი არ იქნება მესამედ თუ მოვიგებ. როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გადიხარ, უმჯობესია ევროპა ლიგაზე მაინც ითამაშო“, - აღნიშნა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიომ ევროპა ლიგა 2003 („პორტუში“) და 2017 წლებში („მანჩესტერში“) მოიგო. „ტოტენჰემს“ კი სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ევროპა ლიგის ზონამდე 3 ქულა აშორებს.

0.113381