ფეხბურთი

20:32 | 13.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

წარმოუდგენელი ფაქტი რუმინეთში: სამმა ფეხბურთელმა სამი პენალტი ერთ მომენტში ვერ გაიტანა

რუმინეთის მეორე ლიგაში წარმოუდგენელი რამ მოხდა. მსაჯმა ერთ ეპიზოდში სამჯერ დაარტყმევინა პენალტი გუნდს, მაგრამ არცერთ შემთხვევაში გოლი არ გასულა. საინტერესოა, რომ პენალტები სამმა სხვადასხვა ფეხბურთელმა შეასრულა.

ეს უცნაური ფაქტი „პეტროლულისა“ და ბუქარესტის „რაპიდის“ შეხვედრაში მოხდა. 66-ე წუთზე „რაპიდის“ კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ 19 წლის მეკარემ მიჰაი პოპამ მოიგერია.

მსაჯმა პენალტი გაამეორებინა, რადგან კიპერს კარის ხაზზე ფეხი არ ედგა და ყვითელი ბარათი უჩვენა. მეორე პენალტიც პოპამ მოიგერია, მაგრამ ისევ იმავე დანაშაულის გამო მსაჯმა მესამედ გამეორებისკენ მოუწოდა, მეკარე კი მეორედ გააფრთხილა და გააძევა.

მესამე მცდელობაც წარუმატებელი იყო. ამჯერად კარში 18 წლის ალექსანდრუ ტატარუ იდგა, თუმცა მისი ჩარევა საჭირო არ გამხდარა - ბურთი კარს გადასცდა.

ასეთი კომიკური სიტუაციის შესაბამისად, რა გასაკვირია, რომ მატჩი გატანილი გოლების გარეშე, 0:0 დასრულდა.

თეგებირაპიდი
0.130366